მთავარისიახლეებიეკონომიკადღეს დილით ზუგდიდის მიმღებ პუნქტებში თხილს მოსახლეობისგან საშუალოდ 6,5 ლარად იბარებდნენ

დღეს დილით ზუგდიდის მიმღებ პუნქტებში თხილს მოსახლეობისგან საშუალოდ 6,5 ლარად იბარებდნენ

Published on

დღეს დილით ზუგდიდში თხილს მოსახლეობისგან საშუალოდ 6,5 ლარად იბარებდნენ, გურიაში ამ დღეებში ფასი 4, 5 ლარს არ აღემატება მაშინ, როცა სეზონის დასაწყისში 6 ლარი იყო, თუმცა კი რამდენიმე დღეში სამ ლარამდე ჩამოვარდა და ამდენად დღევანდელი ფასი ჩამბარებლებისათვის შედარებით კარგია.

თხილის ექსპორტიორი კომპანიებისა და  მიმღები პუნქტების წარმომადგენლებს უჭირთ პროგნოზირება,როგორი იქნება თხილის ფასი, მიმდინარესეზონში და მოსალოდნელია თუ არა მისი ზრდა 14 ლარამდე, როგორც ეს შარშან თხილის შესყიდვის სეზონის პიკზე იყო.

რამდენადმე სარწმუნო პროგნოზების არარსებობის გამო მოსახლეობა გაურკვევლობაშია,  შენარჩუნდება, გაიზრდება თუ ჩამოვარდება თხილის ფასი და შეძლებისდაგვარად თავს იკავებენ მისი ჩაბარებისაგან, თუმცა კი შიშობენ, რომ ამინდის ჭირვეულობის გამო განცდილი ისედაც მნიშვნელოვანი ზარალი საბაზრო ფასების მერყეობის გათვლაში დაშვებულმა შეცდომამ კიდევ უფრო არ გაზარდოს .როგორც ცნობილია,  წელს ზუგდიდში მოსავალს კარგი პირი უჩანდა, თუმცა კი ბევრგან ნაყოფი ჯერ ქარმა ჩამოფერთხა, ხოლო შემდეგ მცხუნვარე  მზემ დაწვა.

მათ შიშებს, რომ ფასების შარშანდელი ნიშნული  წელს არათუ ისე მაღალი, არამედ წინა წლებთან შედარებითაც შემცირებული შეიძლება აღმოჩნდეს –  აძლიერებს დაუზუსტებელი ინფორმაცია თურქეთის ბაზრის  – საერთაშორისო ბაზარზე ამ მთავარი მოთამაშის-  თხილის პლანტაციებში მოსული განსაკუთრებით მაღალი მოსავლის შესახებ. როგორც ცნობილია სწორედ თურქეთის ბაზარი  განსაზღვრავს, რაეღირებათხილისაერთაშორისობაზარზედა შესაბამისად თხილის მწარმოებელი ქვეყნების ადგილობრივ ბაზრებზე.

როგორც ცნობილია, შარშან თურქეთში თხილის მოსავლიანობა ჩვეულებრივზე გაცილებით დაბალი იყო, რამაც განაპირობა კიდეც თხილზე ფასების არნახული ზრდა, მაგრამ წელს იქ თხილის გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან. როგორც თურქეთის თხილის ექსპორტიორთა ჯგუფში (FTG) განაცხადეს, წელს 733 ათას ტონა თხილს აიღებენ, აქედან 90%-ის ექსპორტზე გატანა იგეგმება.

თხილის ექსპორტიორთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ხომერიკი პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ თურქეთმა, შესაძლოა, თხილის ნაწილი"დამალოს", რითაც ბაზარზე მაღალი ფასის დაჭერას შეეცდება.ამიტომ თხილის გადამამუშავებელი ქართული საწარმოები თავს იკავებენ  თხილის მასობრივი შეძენისაგან 25 აგვისტომდე, როცა  თურქეთში თხილის ღირებულება საბოლოდ დადგინდება. ეს ვადა განისაზღვრება იმ ფაქტორითაც, რომ ამ დრომდე, როგორც წესი, მაღალია თხილის ტენიანობა და ფასების დასტაბილურებაც არ ხდება.

ორგანიზაციაში საპროგნოზო ფასის დასახელებისგან ჯერჯერობით, თავი იკავებენ,  თუმცა აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდება.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...