მთავარისიახლეებიეკონომიკაზუგდიდში VTB ბანკის ფილიალი გაიხსნა

ზუგდიდში VTB ბანკის ფილიალი გაიხსნა

Published on

დღეს 17:00 საათზე ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირის № 31 -ში  ოფიციალურად გაიხსნა  VTB ბანკის  ფილიალი, რომელიც  რიგით მეორეა სამეგრელოს რეგიონში. ბანკის ოფისის სივრცე   და აღჭურვილობა სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, მომხმარებლისთვის აქ შექმნილია მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რომელიც მომსახურების მაღალ ხარისხთან  ერთად უზრუნველყოფს მომხმარებლის  მოზიდვას და ერთგულებას არჩეული ბანკისადმი. ახალი ფილიალის გახსნას დაესწრნენ  სტუმრები ბანკის სათაო ოფისიდან,  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი  ლევან შონია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები  ფილიალის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად ჩამოსულ VTB ბანკის მესვეურთა  თქმით, ფილიალი გაიხსნა ბანკის განახლებული სტრატეგიის ფარგლებში, რომლის ერთერთი მიმართულებაა  ფილიალების რიცხვის გაზრდა და   ყველა ამ დროისათვის არსებულის გარემონტება. ისინი იმედოვნებენ, რომ  ბანკი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამდენადაც ხელმისაწვდომ საბანკო მომსახურებას შესთავაზებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, აქტიურად დააფინანსებს მსხვილ, საშუალო და მცირე აგრობიზნესს , რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარებას  

 

 

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...