მთავარისიახლეებისაზოგადოებაისევ უგვანი სატელეფონო დავალებები ზუგდიდის სკოლების დირექტორებისთვის?

ისევ უგვანი სატელეფონო დავალებები ზუგდიდის სკოლების დირექტორებისთვის?

Published on

ორიოდ წუთის წინ ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ  საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:

აბსოლუტურად სანდო პირისგან მიღებული ინფორმაციით, ზუგდიდის საჯარო სკოლების დირექტორებს დაურეკეს "გავლენიანმა" პირებმა, რომლებიც დაინტერესდნენ, იყვნენ თუ არა ზუგდიდელი მოსწავლეები ფოთში ან ბათუმში, "რუსთავი-2"-ის კონცერტზე, ამასთან, სრულიად კონკრეტულად დაავალეს მათ, გააკონტროლონ მოსწავლეები და მაქსიმალურად ეცადონ, არ დაუშვან, რათა ისინი მივიდნენ "რუსთავი-2"-ის კონცერტზე ზუგდიდში.

როგორც ხშირად ხდება, ერთერთი საჯარო სკოლის დირექტორმა დამრეკავებს უთხრა, რომ დირექტორების მოვალეობა არ არის, გააკონტროლონ, სად წავლენ მოსწავლეები ზაფხულის არდადეგების დროს, ამავდროულად, მკაცრად შეახსენა მათ, რომ სწორედ ასეთი ზარებითა და მობილიზაციით წაასხეს მოსწავლეები ძალადობის ამსახველი კადრების შემცველი ფილმის პრეზენტაციაზე ფოთსა და ზუგდიდში.

თუმცა, ჩემი ინფორმაციით, სკოლების დირექტორთა უმრავლესობამ სრულიად უდრტვინველად და სინდისის ქენჯნის გარეშე მიიღო ეს დავალება. ''–  წერს ლაშა ბერულავა. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2 – ის მიერ ორგანიზებული კონცერტი ზუგდიდში 15 აგვისტოს  არის დაგეგმილი

 

 

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...