მთავარისიახლეებიეკონომიკაელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა

ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა

Published on

დღეს გაიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის – სემეკის სხდომა, რომელმაც  "ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის ტარიფის 3,348 თეთრით (დღგ – ს გარეშე) გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
 შეგახსენებთ, რომ კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია''  სემეკისადმი მიმართვაში ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. დღეს მოქმედი ტარიფები საფეხურების მიხედვით განსხვავებულია: კერძოდ, 0-100 კვტ/სთ-ზე და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის –  7,630 თეთრი; 101-300 კვტ/სთ – 11,000 თეთრი; 301 კვტ/სთ და მეტი – 14,830. ახალი ტარიფი, შესაბამისად, 10,978, 14,348 და 18,178 თეთრით განისაზღვრა. 
" ტარიფის კორექტირება ძირითადად განპირობებული იყო იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსი გავლენას ახდენს, კერძოდ,თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია.  ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს" – განუცხადა  ჟურნალისტებს  კომიიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ ახალი ტარიფი ძალაში 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა. 
დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის სხვა ელექტროგამანაწილებელ კომპანიებს, მათ შორის  "თელასს",  ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით  არ მიუმართავთ, თუმცა  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ დღის ბოლოსთვის განაცხადა, რომ ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით სემეკში  პირველადი განაცხადი შეიტანა კომპანია "თელასმაც" და, შესაბამისად, გამოთქვა ვარაუდი, რომ  ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება, "რადგან შესასყიდი ელექტროენერგია ყველასთვის ერთია.''
აგვისტო კარს არის მომდგარი, ჯერჯერობით კი გაურკვეველია, როგორ მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირება, როგორი ზამთარი ელის მათ.

 

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...