მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დღეს აბიტურიენტთა პირველი ნაკადი გადის ტესტირებას

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დღეს აბიტურიენტთა პირველი ნაკადი გადის ტესტირებას

Published on

 

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში პირველ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში 416 აბიტურიენტი გამოცხადდა, თუმცა სიაში კიდევ  11 ახალგაზრდა იყო. მათი გამოუცხადებლობის მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ მათი უმრავლესობა . აფხაზეთიდან არის.

 

პასუხი კითხვაზე, თუ რამდენი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებიდან, საგამოცდო ცენტრში არა აქვთ, მონაცემები აბიტურიენტთა შესახებ ერთიან ბაზაში ინახება, მაგრამ ცნობილია, რომ გამოცდების ჩასაბარებლად ახალგაზრდები აფხაზეთიდანაც გადმოვიდნენ.

 

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის  ნანა ქირიას ინფორმაციით, ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში სულ 1800 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, დღეს ტესტირებას პირველი ნაკადი გადის.

 

საგამოცდო პროცესი მთელ საქართველოში მშვიდ ვითარებაში მიმინარეობს, თუ არ ჩავთვლით მცირე ინცინდენტს, რომელიც თბილისსი, ტექნიკური უნივერსიტეტის სენობასი განღავსებყლ საგამოცდო ცენტრში მოხდა –  საპატრულო პოლიციას ნასვამ მდგომარეობაში მოსული აბიტურიენტის შემოწმება, ხოლო  საგამოცდო ცენტრს გამოცდიდან მისი მოხსნა მოუხდა წინასაგამოცდო სტრესის განეიტრალების ასე უჩვეულო მეთოდის გამოყენებისათვის. 

სხვა რაიმე  სახის დარღვევები არ დაფიქსირებულა.

 

 

 

 

 

 

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...