მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

Published on

დღეს იწყება 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები.

აბიტურიენტების მისაღებად მზად არის 19 საგამოცდო ცენტრი ქალაქებში:ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო.

პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. ამ წუთებში მიმდინარეოს აბიტურიენტების რეგისტრაცია, რომელიც  08:00 საათიდან დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის მიერ  გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად,  აბიტურიენტებს  ექნებათ სათანადო პირობები გამოცდების მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩაბარებისთვის. –  ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. გათვალისწინებულია სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა 100-ზე მეტ აბიტურიენტისთვის . რომელთა შორის  არიან სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე ახალგაზრდები,  ასევე მსჯავრდებულები. 

   შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით წლეულს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა, დაახლოებით1 300 მეთორმეტეკლასელმა ვერ შეძლო  ატესტატის აღება და პროცესს გამოეთიშა. 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...