მთავარისიახლეებიუკრაინაგაზი - კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლი უკრაინასა და რუსეთს შორის

გაზი – კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლი უკრაინასა და რუსეთს შორის

Published on

დღეს, დილის ათი საათიდან გაზპრომმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა უკრაინას იმ მიზეზით, რომ უკრაინულმა მხარემ არ გადაიხადა ივლისში მისაწოდებელი სათბობის საფასური. ,, რუსეთი არავითარ ფასში არ მიაწოდებს გაზს უკრაინას წინასწარი გადახდის გარეშე'', განაცხადა გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსი მილერმა მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ამას წინ უსწრებდა  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის მხარე უარს ამბობს უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე შეღავათიან ფასებში, თუმცა ეს ფასი არ იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე პოლონეთისთვის განსაზღვრული საფასურია.

უკრაინა ამ ფაქტს მოუმზადებელი არ შეხვედრია, უფრო მეტიც, უკრაინისსახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ  ,,ნეფტეგაზმა'' თავად განაცხადა 30 ივნისს, რომ 1 ივლისიდან შეწყვეტს რუსეთისგან გაზის შესყიდვას, სანამ მიწოდების თაობაზე ახალ პირობებზე მოხერხდება შეთანხმება.მოლაპარაკების ახალი რაუნდი კი სექტემბერშია დაგეგმილი. 

უსეთმა უკრაინისგან ათას კუბურ მეტრ რუსულ გაზში 247,18 ს დოლარი მოითხოვა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ფასს, რომელსაც უკრაინა აქამდე იხდიდა – 200 დოლარს ათას კუბურ მეტრ გაზში.  ახალი ფასი უკრაინას არ აწყობს,  თავის  მხრივ,რუსეთი თვლის, რომ 40 დოლარზე მეტი ფასდაკლების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში ფასები საბაზროზე დაბალი იქნება.

 ,,ნეფტეგაზის'' განცხადებით, უკრაინის მიერ რუსულ გაზზე უარის თქმა არ გამოიწვევს შეფერხებას ევროპული ქვეყნებისკენ უკრაინის გავლით გაყვანილ სატრანზიტო გზებზე.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...