მთავარისიახლეებისაზოგადოებატელმანის უბნის მოსახლეობა ნაპირსამაგრი ზოლის სასწრაფოდ შეკეთებას ითხოვს.

ტელმანის უბნის მოსახლეობა ნაპირსამაგრი ზოლის სასწრაფოდ შეკეთებას ითხოვს.

Published on

დარჩელის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სასწრაფო წესით გასაკეთებელია ნაპირსამაგრი ზოლი. ტელმანის უბნის ამ ტერიტორიაზე მდინარე ხანგრძლივი და ზლიერი წვიმების შედეგად მდინარე ჯუმმა კალაპოტი გაარღვია, მოვარდნილი ღვარც\ოფი კი მოსახლეობას საყანე ტერიტორიაზე უვარდება. მოსახლეობის განმარტებით, ყოფილა შემთხვევა, როცა მოვარდნილმა წყალმა წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველები აზარალა. გასული კვირის განმავლობაში მოსულმა ჭარბმა ნალექმა კი ტერიტორიას სერიოზული ზიანი მიაყენა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.აღნიშნულ პრობლემას და ტელმანის უბნის მოსახლეობის აქციას ადგილზე გამოეხმაურა პარტია „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გოგიტა გიგვავას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემით თუ არ დაინტერესდა და სათანადო ზომები არ მიიღო, შეიძლება აღნიშნულმა სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს დარჩელის მოსახლეობა.აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ოდიშმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. გამგებლის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას განმარტებით, პროექტი მზადაა და აღნიშნული სამუშაოები მალე დაიწყება.ტელმანის უბნის მოსახლეობა დროულ რეაგირებას ითხოვს, მათი თქმით, თუ სამუშაოები დროულად არ შესრულდება, მოვარდნილი ჯუმისწყალი ტერიტორიას და მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...