მთავარისიახლეებიპოლიტიკადასრულდა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრატისლავაში

დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრატისლავაში

Published on

 დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრატისლავაში, სადაც იგი ყოველწლიურ გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა. 

,, ფორუმი საქართველოს უსაფრთხოების სიღრმისეული განხილვის საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა. ჩვენ შევძელით, რომ საქართველოს თემატიკა ყოფილიყო აქტუალური და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე შინაარსობრივად და საფუძვლიანად ესაუბრათ მსოფლიო ლიდერებს. 

გარდა ამისა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ნატო-ს დამფუძნებელი ქვეყნების ლიდერებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ასევე შეერთებული შტატების სენატორთა დელეგაცია, განგვეხილა საქართველოს უსაფრთხოება და ამ საკითხზე გააქტიურებული დიალოგის აუცილებლობა. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები განსაკუთრებით კარგად იაზრებენ საქართველოს როლს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში, და გარდა იმისა, რომ არიან ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერები, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ამის პარალელურად ისინი გახდნენ საქართველოს ძალიან აქტიური ადვოკატები როგორც ნატო-ს, ისევე ევროკავშირის ფორმატებში. ასე შეაფასა  ფორუმში  ქართული მხარის მონაწილეობის მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის დასასრულს  ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.  

საქართველოს დელეგაცია დღეს თბილისში ბრუნდება. 



.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...