მთავარისიახლეებისაზოგადოებარეხაში აღმოჩენილი ცხოველის კვალი სავარაუდოდ ვეფხვისა არ არის

რეხაში აღმოჩენილი ცხოველის კვალი სავარაუდოდ ვეფხვისა არ არის

Published on

 გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელ რეხაში ყაყიტაშვილების საცხოვრებელ სახლთან აღმოჩენილი ცხოველის კვალი სავარაუდოდ არ უნდა ეკუთვნოდეს  ვეფხვს. 
 თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ. რომელმაც ადგილზე შეისწავლა ნაკვალევი, განაცხადა, რომ ეს კვალი არ უნდა ეკუთვნოდეს  ვეფხვს. თუმცა, კონკრეტულად რა ცხოველი დაფიქსირდა, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სპეციალისტები კონკრეტულ განცხადებას ვერ აკეთებენ. 
დღეს დილით 112-ში შესული სატელეფონო ზარის საფუძველზე სპეცრაზმმა და სხვა შესაბამისმა სამსახურებმა მტაცებლის საძიებო სამუშაოები დაიწყეს. ადგილობრივების მტკიცებით, რეხის განაპირას დასახლებულ ადგილას ვეფხვის  კვალი ნახეს.

მედიაში ვრცელდება ზურაბ გურიელიძის მიერ შედარებისთვის მიწოდებული ვეფხვისა და სხვა ცხოველების ნაკვალევის გამოსახულებები.  

სიახლეები

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას 315 ადამიანი ემსხვერპლა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა...