მთავარისიახლეებისაზოგადოება16 ივნისს რუსი ნაციონალისტების მიერ მოკლული ახალგაზრდა ზუგდიდელი ირაკლი კუხალეიშვილია

16 ივნისს რუსი ნაციონალისტების მიერ მოკლული ახალგაზრდა ზუგდიდელი ირაკლი კუხალეიშვილია

Published on

სააგენტო ,,თაიმერის,, ინფორმაციით, რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქალაქ ლენინო-კუზნეცკში რუს ნაციონალისტებს შორის მომხდარი ინციდენტის დროს ქართველი ახალგაზრდა მოკლეს…

მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი 1982 წელს დაბადებული ირაკლი კუხალეიშვილი გახლავთ. ის ქალაქის პარკში ახალგაზრდების ჩხუბს შეესწრო და გაშველება სცადა, რომლის დროსაც ზურგიდან დანით 9 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოჩხუბარი ახალგაზრდები რუსი ნაციონალისტები იყვნენ.

გარდაცვლილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების პროცესი, ექსპერტიზისა და გამოძიების გამო ჭიანურდება… გამოძიების მსვლელობიდან გამომდინარე, ოჯახის ახლობლებს ეჭვი ეპარებათ რომ ირაკლის მკვლელს დასჯიან.

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ირაკლი კუხალეიშვილის მშობლები ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყედან არიან. დედ-მამა ირაკლისთან ერთად იყვნენ, მაგრამ მკვლელობის მომენტში მამა საქართველოში იყო ჩამოსული. ზუგდიდში კი, ირაკლის მხატვარი ძმა ჰყავს… ნიკო კუხალეიშვილი.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...