მთავარისიახლეებიეკონომიკამომხდარის გამო მთავრობამ შეაჩერა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა

მომხდარის გამო მთავრობამ შეაჩერა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა

Published on

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ  მომხდარის გამო მთავრობამ შეაჩერა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, ,,რათა მისი რეალობასთან მორგება მოხდეს''.

მან განმარტა, რომ ეს განპირობებულია აუცილებლობით ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას  სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხების ასახვა.  ,,ზარალი ძალიან დიდია. სალიკვიდაციო სამუშაოებს ალბათ 100 000 000 ლარიც არ ეყოფა. მხოლოდ  ზოოპარკთან მიმართებითაც კი  მთავრობას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება.   გუშინ საღამოს მონაცემებით სახელმწიფო ხაზინაში და კომერციულ ბანკებში მობილიზებულია დაახლოებით 17 მილიონი ლარი, აქედან 10 მილიონი საქართველოს მთავრობამ გამოყო სარეზერვო ფონდიდან , თუმცა ცხადია, ეს არ არის საკმარისი თანხა.  ჩვენ შევეცდებით შექმნილი ვითარება გავითვალისწინოთ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...