მთავარისიახლეებისამართალიივანიშვილი - ალასანიას დაპირისპირება: ,,მე ვარ უსახური და შენ ხარ სახური?’’

ივანიშვილი – ალასანიას დაპირისპირება: ,,მე ვარ უსახური და შენ ხარ სახური?’’

Published on

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა.
უწყებამ მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.

 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია თვლის, რომ პროკურატურის ეს  შუმდგომლობა განპირობებულია ,,ივანიშვილის უსახური მთავრობის  სურვილით შეინარჩუნოს სახე იმ გარდაუვალი გადაწყვეტილების წინადღეს, რომელსაც მოსალოდნელია, რომ სასამართლო 5 უდანაშაულო ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე მიიღებს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან 5 უდანაშაულო ადამიანის გამოხსნა იქნება დიდი ნაბიჯი სამომავლოდ ყველა უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანის გასათავისუფლებლად. საზოგადოების ერთსულოვნება და გვერდში დგომა რომ არ ყოფილიყო, დღეს ეს შედეგი არ გვექნებოდა. დღეს ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა", – განაცხადაგუშინჟურნალისტებთანსაუბრისასირაკლიალასანიამ.

"ძალიან ბევრს და უარგუმენტოდ ცრუობს ალასანია-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოსამართლეების შეხვედრის თაობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას –  მაგის ქმედებები არის ყალბი და გაშიფრული და თუ ასე გააგრძელებს, ჩემი აზრით, პოლიტიკური მომავალი ვერ ექნება ძალიან დიდი ჩვენს ალასანიას".

 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...