მთავარისიახლეებიეკონომიკაბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა ტელეკამერების გარეშე

ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა ტელეკამერების გარეშე

Published on

„დღეს მსჯელობა გვექნება ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე, ოღონდ ტელეკამერების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც უნდა განეხილა   მიმდინარე წლის  ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი. 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა  გააკეთა კომენტარი მედიისათვის და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის კორექტირებული ნაწილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მხოლოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.. ჩვენ მივიღეთ დავალება, გავაგრძელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და მომავალ კვირაში წარმოვადგინოთ უკვე დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება ან ეკონომია, ან პირიქით. ეს არ ითვალისწინებს მხოლოდ შემცირებას, შესაძლოა რომელიმე მიმართულებით  ბიუჯეტი გავზარდოთ კიდეც. ერთი რამ, რაც დღეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ 100 მილიონი ლარით შემცირდება სახაზინო ვალდებულების ემისია. შემცირდება მხოლოდ ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები და არ მოხდება სოციალური პროექტების დაფინანსების შემცირება, მათ შორის არ შემცირდება ჯანდაცვის სამინისტროს პრაქტიკულად არცერთი მიმდინარე პროექტი

ჩვენ ამ დღეების განმავლობაში გვექნება აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან, იმავე მიმართულებით, რომ გადახედონ ბიუჯეტს, რათა მიღწეული იყოს მთავარი პირობა და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 %-ს. “ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისი თქმით,  კორექტირებულ  ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა 5%-ის ნაცვლად 2%-ით იქნება გათვალისწინებული.

 

 

 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...