მთავარისიახლეებიკულტურაცაიშში იონაობა აღნიშნეს (VIDEO)

ცაიშში იონაობა აღნიშნეს (VIDEO)

Published on

6 ივნისი იონაობაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში წლებია დღესასწაულს აღნიშნავენ. წელს ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, პატრიოტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 163 წელი შესრულდა. 1852 წლის 26 ნოემბერს იონა მეუნარგია  დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში დაბადებულა. მისი პიროვნება  ხასიათდებოდა თავისუფლებისა და სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულის მატარებელ მებრძოლად. გამოჩენილი ქართველი მოღვაწის შემოქმედებიდან განსაკუთრებულ  ყურადღებას იქცევს წერილები – ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან,ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა და სხვა. იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში საღამო გაიმართა, რომელშიც  მონაწილეობა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. ტრადიციული ქართული სიმღერა შეასრულეს ანსამბლ ოდოიასა და ჩელას მომღერლებმა. სამეგრელოს უდიდეს შემოქმედი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს. სამეგრელოს კუთხის უდიდესი შემოქმედი მისსავე სოფელში დღეს კიდევ ერთხელ დიდი პატივით გაიხსენეს და მისი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნეს.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...