აფხაზები ვერ დაბრუნდებიან ქართული ეკლესიის წიაღში. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არის აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა – აცხადებენ აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის ლიდერები

0
535

სოხუმი. 5 ივნისი. აფხაზეთის 1991-1996 წ.წ. მოწვევის ე.წ.  პარლამენტის  დეპუტატთა ჯგუფი აქვეყნებს განცხადებას აფხაზეთის ეკლესიის საკითხის გამწვავებასთან დაკავშირებით.

უკანასკნელ ხანებში ვითარება ეკლესიის საკითხის გარშემო უკიდურესად დაიძაბა, რამაც შეიზლება კიდევ უფრო გაართულოს ქვეყანაში არსებული ისედაც რთული სიტუაცია – ნათქვამია განცხადებაში. – მართალია, ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია   განსაზღვრა თავისი სოციალურ-პოლიტიკური ორიენტაცია, მაგრამ მართლამადიდებლური ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი ქვეყანაში ჯერაც გაურკვეველია.

,,ქართულ – აფხაზურმა ომმა, როგორც ცნობილია, გაწყვიტა სულიერი კავშირები აფხაზ მართლმადიდებელთა და ქართულ ეკლესიას შორის. ამ ომში ქართული ეკლესია მხარს უჭერდა აგრესორს ერთმორწმუნეთა  წინაღმდეგ ბრძოლაში და ამით დაკარგა უფლება იწოდებოდეს მათ დედაეკლესიად.

აფხაზეთი და საქართველო დღეს ომის მდგომარეობაშია. ასეთ პირობებში აფხაზები ვერ დაბრუნდებიან ქართული ეკლესიის წიაღში. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არის აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, როგორც ეს იყო მრავალი ათასწლეულის მანძილზე.  ამ ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობის აღქმაში ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნებას ადასტურებს რესპუბლიკის მოქალაქეთა 70 ათასი ხელმოწერა.

ამ საკითხში თანხმდებიან აფხაზი სასულიერო პირებიც, მაგრამ მხოლოდ სიტყვით. მათი საქმე კი სხვას გვიჩვენებს. სასულიერო პირთა ერთმა ჯგუფმა 2011 წლის მაისში ჩაატარა საეკლესიო – სახალხო კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან გასვლისა და მისგან დამოუკიდეველი აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის დაფუძნების შესახებ. ჩვენი საეკლესიო ორგანიზაციებიდან აფხაზეთის მიტროპოლია ერთადერთია, რომელიც დარეგისტრირებულია აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ. მაგრამ მას არ ცნობს საერთაშორისო მართლმადიდებელი საზოგადოება

მეორე ჯგუფი ბესარიონ აფლიას  მეთაურობით, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან, იმედებს ამყარებს იმაზე, რომ აფხაზეთის ეკლესიის საკითხი გადაწყდება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის ეკლესიის პატრიარქის კირილის  თანადგომით, თუმცა ეს სიტყვები არაფრით არის გამყარებული.  პატრიარქმა კირილემ უკვე არაერთგზის განაცხადა, რომ აფხაზეთი უნდა დარჩეს საქართველოს მარტლმადიდებელი ეკლესიის  კანონიკური ტერიტორიის ნაწილად და ფართო საზოგადოებას ისღა დარჩენია იმარჩიელოს, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა.

გაურკვევლობას ბადებს მამა ბესარიონის, როგორც ეპარქიის წინამძღოლის,   ზოგიერთი ქმედებაც. იგი თავს უწოდებს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოადგილეს, მაგრამ თავად მმართველის სახელი საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. ამასთან მსგავსი თანამდებობა საეკლესიო პრაქტიკის ნომენკლატურაში არ არსებობს. მით უფრო, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც ასეთი, დარეგისტრირებულიც არ არის აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში და არ აღინიშნება სახელმწიფო/საჯარო  რეესტრში.  

გაურკვეველია, როგორ უნდა უხელმძღვანელოს  მამა ბესარიონმა აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, როცა იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ქვეშევრდომია.

მამა ბესარიონისა და მისი ცალკეული მომხრეების ძალები, როგორც ჩანს, მიმართულია არა იმდენად აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამართლებრივი მდგომარეობის საკითხის მოგვარებაზე, რამდენადაც საეკლესიო ქონების მითვისებაზე.

ამით აიხსნება მისი მცდელობები გაეტანა ორღანი ბიჭვინთის ტაძრიდან, გაეძევებინა  ახალი ათონის მონასტრიდან აფხაზეთის მართლმადიდებელი სასულიერო პირები იმ მოტივით, რომ მათ ეკრძალებათ  მღვდელმსახურება  და ეს მაშინ, როცა ეს ,,აკრძალვა’’ არის არა საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ  ფარული და წერილობითი დასმენების შედეგი. ამჟამად ისინი ლობირებენ თავიანთ კორპორატიულ ინტერესებს აფხაზეთის პარლამენტში და ცდილობენ იმგვარი  ცვლილებები შეატანინონ მოქმედ კანონმდებლობაში, რაც მათ მიერ მართულ ორგანიზაციას საშუალებას მისცემს იყოს საეკლესიო ქონების ერთადერთი მესაკუთრე.  

ეს ყველაფერი შეუთავსებელია სასულიერო პირის მაღალ  წოდებასთან  და ნიადაგს აცლის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას აფხაზეთში. ერის სულიერი მამობა ეკუთვნის მხოლოდ მას, ვინც უმწიკვლო მორალური სახის, თანამედროვე სამყაროს შესახებ ღრმა და მასშტაბური ცოდნის  მატარებელია, ყოველ შემთხვევაში იგი უნდა მიესწრაფვოდეს მაღალ სულიერ ფასეულობებს და ხელმძღვანელობდეს  შესაბამისი ცხოვრების წესით. ‘’

განცხადების ავტორები, რომელთა შორის არიან აფხაზთა სეპარატისტული მოძრაობის ლიდერები სტანისლავ ლაკონბა, ოლეგ დამენია, ვალერი გურჯუა, დავით ფილია  და სხვები, აღნიშნავენ, რომ სასულიერო პირთა შორის მიმდინარე გაუთავებელი წინააღმდეგობა აღელვებს არა მხოლოდ მართლმადიდებელ მორწმუნეებს, არამედ აფერხებს ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, ფორმირებას და მის მიერ თავისი სულიერი მისიის განხორციელებას. ასეთ პირობებში ხელისუფლება არ უნდა დასჯერდეს შორიდან დამკვირვებლის როლს. ვიმედოვნებთ, ახალი ხელისუფლება არ გადაუხვევს ტრადიციას, რომელსაც ვლადისლავ არძინბამ ჩაუყარა საფუძველი და ხელს შეუწყობს აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებას და მისი როლის გაძლიერებას საზოგადოების ცხოვრებაში – ნათქვამია განცხადებაში.

 

წინა სტატიავლადიმერ პუტინი: მხოლოდ ავადმყოფურ თავში შეიძლება დაიბადოს აზრი, რომ რუსეთი შეიძლება ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაესხას თავს
შემდეგი სტატიაცაიშში იონაობა აღნიშნეს (VIDEO)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური