დღეს გაეროში განიხილება რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა შესახებ

0
465

14:41 03-06-2015

დღეს  გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ესესიაზე გადის რეზოლუცია"აფხაზეთიდან / საქართველო/ და ცხინვალის რეგიონიდან /სამხრეთოსეთი, საქართველო/ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". 
რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობას. იგი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს გაააქტიურონ ძალისხმევა დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების სუზრუნველსაყოფად . ამასთან, რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს ავალდებულებს, ყოველწლიურად მოახსენოს ს დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ. 

გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო (მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში)  და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებ სლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი 2008 წლიდან მოყოლებული14-დან 69-მდე გაიზარდა.

წინა სტატიაესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში
შემდეგი სტატიაზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ამერიკული კლინიკის- მეიოს კლინიკის სპეციალისტები ეწვივნენ.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური