„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მონისტრის ზუგდიდში სტუმრობა გააპროტესტეს. ცენტრალურ ხეივანთან შეკრებილებს წითელი ბარათები და პლაკატები ეჭირათ წარწერით „ძირს უნიათო ხელისუფლება“. ისმოდა შეძახილები „წადი“, რითაც აქციის მონაწილეებმა ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს.აქციის მონაწილეებმა ბულვარის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე საათში დატოვეს. მათი განცხადებით, ისინი პრემიერ-მინისტრის ნებისმიერ ვიზიტს სამეგრელოში მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის მოპირდაპირე მხარეს გადასვლის საშუალება არ მისცა, სადაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ამერიკის ელჩთან ერთად იმყოფებოდა.
სიახლეები
საზოგადოება
თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა
თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...
საზოგადოება
ბოლნისში სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის...
მსოფლიო
ომის პირობებში პუტინთან შეხვედრა მოსკოვში, შეუძლებელია – ზელენსკი
"მე რა, მისთვის ჩემოდანი ვარ, რომ ჩამსვას თვითმფრინავში და გამაფრინოს? ეს არასერიოზული საუბარია“, -...
საზოგადოება
კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 19...