ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია: “ძალიან ცუდია თუ ბიძინამ იყიდა!”

0
553

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია კრისტის აუქციონზე ფიროსმანის ნახატის გაყიდვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებებს ღიად აფიქსირებს:

არ ვიცი  რატომ არ გვიხარია ქართველი მხატვრის საერთაშორისო და თან მაღალი რანგის არტბაზარზე გასვლა. ამ პროცესში ყველაზე კარგი ის არის, რომ “კრისტიზე” გავიდა და გაიყიდა. აბა რა გვინდოდა?  ჩვენს მუზეუმში არაფრისმთქმელ ექსპოზიციაში დარჩენილიყო? სამ-სამ რიგად რომ გვიკიდია კედლებზე, ცხელ დარბაზებში და არც კონტექსტზე დ აარც არაფერზე ნაფიქრი რომ არ გვაქვს? ამ ამბავში ორი სულ სხვა მძიმე პრობლემაა:

1. აუქციონზე ფიროსმანი რუსული ხელოვნების კატეგორიით წარსდგა. ეს არის ძალიან დიდი მარცხი როგორც ქართული მეცნიერების, ისე საქართველოს კულტურის მართვა-მენეჯმენტის და შესაბამისი უწყებების უნიათობის დასტური. ჯერ კიდევ როდის გავიგეთ ამ პრობლემის შესახებ?! მაგრამდარწმუნებულივარსპეციალურივიზიტითსამინისტროდანარავინწასულავითარებისგამოსასწორებლად. იმაშიცმეპარებაეჭვი, რომრიგიანიწერილიმიეწერათანამამოცანისგადასაჭრელადგავლენიანიუცხოელი(“კრისტის” აუქციონისთვისავტორიტეტული) მკვლევარებისთვისმიემართათ.

2. დამეორედიდიპრობლემაესარისფასი. ფიროსმანიგაიყიდაძალიანიაფად. მილიონიცკიარგადაუხდიათ. ესიმასნიშნავს, რომქართულიკულტურისპოპულარიზაცია-შეფასებასსაერთაშორისოსივრცეშივერვაღწევთ. ესიმასნიშნავს, რომქართულიკულტურისდღეებიდასავლეთში, რომელთათვისაცძალიანბევრიფულიიხარჯება, ძალიანცუდადარისდაგეგმილი. ძალიანზედაპირულ-პრიმიტიულად. ვიდრეკულტურისპოპულარიზაციადკულტურისსამინისტროსდასხვაუწყებებსმხოლოდქართულიცეკვა-სიმღერისკონცერტებიესახება, ისიც რომელიმე ქალაქის მოედანზე, იქამდე არაფერი შეიცვლება. იქამდე საქართველო იქნება სტალინის და შევარდნაძის ქვეყანა.ანუ ფრო მარტივად– ეგზოტიკა. ველური სამყარო.

რატომ უნდა დაებრუნებინა ფიროსმანი საქართველოს? თუ ჩვენ გვინდა მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ქართული ხელოვნება მსოფლიო კულტურულ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, თუ ვწერთ და ვასაბუთებთ, რომ ნიკო ფიროსმანიშვილი მეოცე საუკუნის ევროპული ხელოვნების ნაწილია თავისი მხატვრულ-ესთეტიკური მსოფლხედვით, მაშინ ჩვენ უნდა შევეგუოთ და მეტიც, გვიხაროდეს, რომ ის რაც ჩვენია, ამავდროულად არის ევროპისაც. ჩვენ ვიხარშებით ჩვენს ფობიაში, რომ ვიღაც რაღაცას წაგვართმევს. არ არის ეს სწორი და თანამედროვე გარემოსათვის შესაფერისი აზროვნების სტილი. ფრანგი მოდერნისტების მხატვრობა მთელი მსოფლიოს დიდ მუზეუმებშია გადანაწილებული, რაც ზრდის მათდამი ინტერესსაც და, სხვათა შორის, ფასსაც. ზრდის ზოგადად ფრანგული ხელოვნებისადმი ინტერესსაც. ჩვენ გვავიწყდება რომ ვართ მსოფლიოს ნაწილი. გვინდა კულტურული ურთიერთობები, მაგრამ გვაშინებს რაღაცის გაზიარება. ვერც ფიროსმანს და ვერც ვერაფერს ვერ წაგვართმევენ, თუ მოწოდების სიმაღლეზე იქნება ერთი მხრივ, სახელმწიფოს ტრატეგია კულტურის სფეროსა და საგარეო ურთიერთობებში და მეორე მხრივ, თუ საერთაშორისო დისკურსში მოექცევა ქართული მეცნიერება. მოდით ვიდარდოთ იმაზე, რომ ქართულ კულტურაზე ცოტა კვლევა იწერება და იბეჭდება საზღვარგარეთ. ვიდარდოთ იმაზე, რომ არავინ არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო თავისი კულტურით ჩაეწეროს და ადგილი დაიმკვიდროს სერიოზულ და გავლენიან სამეცნიერო და კულტურულ ველებში. როცა ვსაუბრობ კულტურის პოლიტიკის მნიშვნელოვნებაზე და სამინისტროს კარიკატურულ ფუნქციონირებაზე, ხალხი უკვე ფიქრობს რომ აკვიატებული იდეები მაწუხებს. არადა, ზუსტადახლა, ამ აუქციონზე ძალიან ცუდი რამ მოხდა, სწორედ ამ მიზეზების გამო. თქვენ ფიქრობთ, რომ ფიროსმანი, როგორც, რუსი მხატვარი ერთჯერადად დაფიქსირდა? არა. ამ აუქცინთან დაკავშირებით გამოვა ბევრი პუბლიკაცია, ბევრი გამოცემა და ყველგან ეწერება, რომ ის რუსი მხატვარია. გარკვეულ გავლენიან საზოგადოებაში ამ ინფორმაციის შეცვლა ძალიან გართულდება. იმიტომ რომ “კრისტის” აუქციონი უფრო გავლენიანია ამ საზოგადოებისთვის, ვიდრე ბატონი ბიძინა, ან ბატონი მ. გიორგაძე, რომელიც რაღაცას გაიფაფხურებს, როცა გამოიღვიძებს.

პ.ს. ძალიან ცუდია თუ ბიძინამ იყიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ნამუშევარს შეინახავს სადღაც ბანკში. მის ასლს კი ნახავენ მხოლოდ მის სამზარეულოში მისი მონები. ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ევროპული ყაიდის კოლექციონერი.

ფიროსმანი დიდი მუზეუმებისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას არ წარმოადგენს. ეს არის პრობლემა. მაგრამ მაინც არსებობს გამოცდილება, როცა კოლექციონერები თავიანთ კოლექციას ღია მუზეუმად წარადგენენ საზოგადოებისთვის. ან ხელმისაწვდომია სხვადასხვა გამოფენებზე. ასეთ წარდგინებებს აქვს რეზონანსი მაინც. ბიძინა ასე არ მუშაობს. სადმე გაგიგიათ რომ კოლექციონერი ვანიშვილის კოლექცია გამოიფინა? არა. იმიტომ რომ არ გამოფენილა. ინახავს როგორც ფულს. როგორც კაპიტალს. ასე ინახავს სხვაც, მაგრამ… ვინ ნახულობს და სად ნახულობს ივანიშვილის კოლექციას?! მგონი გასაგებად ავხსენი განსხვავება. რამდენი ხანი გვპირდებოდა რომ ამ კოლექციას მუზეუმად აქცევდა? წინასაარჩევნო დაპირებებში იყო ეს პუნქტიც. ერთადერთი რაც მხიბლავდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოცნებას ხმა მივეცი. ცხადია, არა.

თუ არ არსებობს კრისტისთვის ქართული ხელოვნების კატეგორია, არც არაფერი შეიცვლებოდა. მიმართვა არ არის საკმარისი, თუ არ დაასაბუთებ. მოკლედ, ეს ვრცელი თემაა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ აუქციონებზე იმდენად რეიტინგული იყოს თუნდაც, მაგალითად ფიროსმანი, რომ ბევრად დიდი კოლექციონერები და მუზეუმები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ამ ან სხვა ნამუშევრისთვის. ჩვენ უნდა ჩავდოთ სულ მცირე მილიონი არა იმისთვის რომ დავაბრუნოთ და ისევ სიღნაღში გამოვფინოთ სხვა დანარჩენთან ერთად, არამედ უნდა დავხარჯოთ ფულიიმისთვის, რომ რამდენიმე წელიწადში ისევ გაიყიდოს. ბევრად ძვირად. რა გიხარიათ ამ ბიძინას შენაძენის გამო? ვერ ვხვდები. ერთი მისმა პიკასომ ახეირა აქაური ტურიზმი ან არტბაზარი და მეორე, სამშობლოში დაბრუნებული ფიროსმანი გააძლიერებს ქართველობას. მაპატიეთ, მაგრამ ეს დისკუსია ძალიან შორს არის კულტურის მართვის ჯანმრთელი და თანამედროვე დროსა და სივრცესთან შესაბამისი პროცესებისგან.

ამ შემთხვევაში გაყიდვა ნიშნავს გასვლას საერთაშორისო სივრცეში. მაგრამ ამ ფორმით გაყიდვამ ჩვენ მხოლოდ გვაზარალა. რადგანაც (ვიმეორებ) ინფორმაცია გავრცელდა ძალიან ნეგატიურად. ძალიან რთული იქნება სხვა აუქციონებზე სამომავლოდ გავიდეს როგორც ქართველი მხატვარი. იმიტომ, რომ პირველ რიგში ენდობიან კრისტის სააუქციონო სახლსა და ექსპერტიზას. ეს არის დიდი ინსტიტუცია. მეცნიერებით და კურატორებით დაკომპლექტებული. არა უბრალოდ ადგილი სადაც ვაჭრობენ. საქართველოს აგრესიული კომუნიკაცია უნდა წამოეწყო ამ სამეცნიერო საზოგადოებასთან. როცაპარიზშიანლონდონშიკულტურისდღეებიასასეირნოდხომმიდიანდიდიდელეგაციებით? მინისტრებიც, მოადგილეებიც, მათიმოადგილებებიცდამათიმოადგილეებიც. დადიან. ეგკიარაჩოხებსაციცმევენდაგალერეებშისხდებიანმოადგილეები. ხოდაახლაწერილითმიმართეს? ვის მიმართეს? საიტზე ამოკითხული მეილზე გააგზავნეს?

ბატონმა ბიძინამ ისევ “ეროვნული” საქციელი ჩაიდინა, იყიდა და საუკეთესო შემთხვევაში მუზეუმს მისცემს. უარეს შემთხვევაში, ბანკში შეინახავს. მერე? აჯობებდა რომელიმე ევროპულ გაზეთში სარეკლამო ადგილი შეეძინა, სადაც ამ საკითხზე სტატია დაიბეჭდებოდა. სამეცნიერო-საპროტესტო სტატია. თუ როგორ ცდება კრისტის აუქციონი… ეს უნდა ყოფილიყო უკიდურესი ფორმა, თუ სხვა გამოსავალი აღარ იქნებოდა. იყიდა და გვიხაროდეს. ვერავინ წაგვართვა ნიკო, ვაშა. ის ისეთივე უცნობი და გაურკვეველი დარჩა, როგორიც იყო. ვაშა!

 

წინა სტატია,,არსენალის’’ სამშობლოში დამბრუნებლის სახელი – ცენტის დაუხარჯავად?
შემდეგი სტატიამარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გაიმართა (VIDEO)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური