,,არსენალის’’ სამშობლოში დამბრუნებლის სახელი – ცენტის დაუხარჯავად?

0
549

დადასტურებული ინფორმაციით,  კრისტის აუქციონზე მილიონ ნახევარ დოლარად შეფსებული ნიკო ფიროსმანის ნახატი"არსენალის მთა ღამით" ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.
ვარაუდი, რომ პოტენციური მყიდველი შეიძლება ივანიშვილი ყოფილყო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ქართველ ხელოვანთა ჯგუფმა სცადა წამოეწყო კამპანია ფიროსმანის ტილოს შეძენისა და საქართველოში დაბრუნებისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად, მაგრამ მალევე აიღო თუ ააღებინეს ამ განზრახვაზე ხელი იმ ოფიციალურად გაჟღერებული მოტივით, რომ ეს უკვე დაგვიანებული იყო. დიდი შეშფოთებაა არც სახელწიფო მუზეუმის თანამშრომლებს ეტყობოდათ, საქმე ისაა, რომ თბილისში უკვე მუსირებდა აზრი, რომ ეს კარგი შანსი იქნებოდა ივანიშვილისთვის,  შეეხსენებინა ხალხისთვის თავისი, როგორც მეცენატის  საფუძვლიანად შელახული იმიჯი.  

 საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელი ნიკა რურუა ფეისბუქზე  საქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მგონი (ვიმეორებ- მგონი),მთლად ჩვეული Publicity Stunt, ანუ"ტრიუკი" გააკეთაჭორვილელმა კოლექციონერ/ინვესტორმა- თვითონვე"გაყიდა", და თვითონვე"იყიდა." ანუ ერთი ცენტის დაუხარჯავად მოიპოვა სახელი როგორც ფიროსმანის "საქართველოში დამბრუნებელმა", რაც თავისთავად მაინცადამაინც კარგი არაა და აი რატომ:

იმისთვის, რომ ფიროსმანი მსოფლიომ კარგად გაიცნოს, საჭიროა რომ ძალიან ცნობილ მუზეუმებს ჰქონდეთ მისი ტილოები. ანუ, იმაზე იყო სამუშაო, რომ რომელიმე დიდ მუზეუმს ეყიდა ეს ნახატი და ამით ფიროსმანის ცნობადობა და ფასი აწეულიყო. ეს კი სასწრაფოდ უკან დააბრუნეს, ვითომც ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო, რაც ასე სულაც არაა.

მაგრამ, რახან ასე მოხდა, მაშინ ივანიშვილიმა გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს დადასაჯერებელი იქნება მისი ეს"ყიდვა" – თუ მართლა ასეთი Santa Claus-ია, მაშინ გადასცემს მუზეუმს და საკითხიც ამოიწურება.თუ ასე არ ქნა- მაშინ ის საკუთარ ამპლუაშია. ანუ, აფერისტობს.

P.S. როგორც ერთხელ ერთ გადაცემაში აღნიშნა (რომელშიც თქვა რომ "დასვა მთელი მოსკოვი კონტემპორარზე") ასე გაკეთებული აქვს რამდენჯერმე, რომ ფასი აეწია საკუთარ მფლობელობაში მყოფ ნახატებზე თვითონვე გაყიდვა-ყიდვით.''-წერს რრუა

ასეა თუ ისე, ფიროსმანის ნახატი სამშობლოში ბრუნდება, გავრცელებული ნფორმაციით, ივანიშვილი მას სახელმწიფო მუზეუმს გადასცემს. ეს რომ ასე მოხდეს,  ძალიანაც კარგია, თუმცა  ბევრს არაფერს ცვლის ნიკა რურუას მიერ გამოთქმულ ვარაუდებში ივანიშვილის შესაძლო მერკანტილური მოტივაციის შესახებ.

წინა სტატიაპრემიერი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიახელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია: “ძალიან ცუდია თუ ბიძინამ იყიდა!”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური