მთავარისიახლეებიპოლიტიკასოფელ ერგეტის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა (VIDEO)

სოფელ ერგეტის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა (VIDEO)

Published on

2015 წლის 31 მაისის საკრებულოების  შუალედურ არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სოფელ ერგეტაში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით ასევე ქართული ოცნების კანდიდატი ვასილ გაბისონია  57,02% (410 ხმა) ლიდერობს.  რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატებს – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა კობას ბულიამ ხმების 42,42% (305 ხმა) მიიღო, ხოლო ბაჩუკი ნაროუშვილმა, რომელიც „თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო სოფელ ერგეტაში – 0,56% (4 ხმა). ერგეტის საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესი წუხელ გვიანობამდე გაგრძელდა. საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში არჩევნების პროცესი მშვიდ და წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა. არ დაფიქსირებულა არც ერთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების პროცესზე. არ დაფიქსირებულა არც ერთი საჩივარი, თუმცა საარჩევნო უბანზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის არჩევნებიდან“ დამკვირვებელმა ბესიკ დონაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის კაბინაში საკუთარ ბიულეტენს ფოტოები გადაუღო. ამომრჩეველმა დამკვირვებელს განუცხადა, რომ ფოტო ბიულეტენს გამგებლის დავალებით გადაუღო. ბესიკ დონაძის განმარტებით, ამომრჩეველი საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან ავტომანქანით გაიყვანეს. ერგეტის საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მაიზერ ნანავას განმარტებით, მას არ დაუნახავს აღნიშნული ფაქტი და არც ის გაუგია, განაცხადა თუ არა ამომრჩეველმა, რომ ბიულეტენს ფოტო გამგებლის დავალებით გადაუღო. სოფელ ერგეტის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა წუხელვე მიიღო  მილოცვები  როგორც თანასოფლელებისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ერგეტის საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების ორივე თავმჯდომარეები და საკრებულოების აპარატის წევრები, ასევე მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არასამუშაო უქმე დღეს  საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, არ ყოფილან სახელმწიფო ავტომანქანით და შესაბამისად არ ჰქონია ადგილი ადმინისტრაციული რესურსის  გამოყენებას.

სოფელ ერგეტაში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ნაპო გაბისონია. სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატები სულ სამმა პოლიტიკურმა პარტიამ დააყენა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...