მთავარისიახლეებიკულტურაკონცერტი #1 სამუსიკო სკოლაში.

კონცერტი #1 სამუსიკო სკოლაში.

Published on

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა  კონცერტი #1 სამუსიკო სკოლაში, სადაც პედაგოგების იზოლდა კეიდიას, მზია მოსიას, მარინა ბუაძის, ლარისა ქვარცხავას კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა შეასრულეს კლასიკოსების ნაწარმოებები.თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებულმა ნომერმა მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურა.კონცერტს მოდერატორობას უწევდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები ლუკა ნადარაია, საბა ჩარგაზია და გიორგი ხუფენია.ნორჩი მუსიკოსების მიერ შესრულებული ნაწარმოებები მაყურებელში ემოციებსა და სათუთ განცდებს აღძრავდა, მოზარდები მთელი მონდომებით უკრავდნენ საყვარელ ინსტრუმენტზე, ხელოვნება მათთვის ის ძვირფასი განძია, რასაც მუსიკა ჰქვია. თითოეული მათგანი სიხარულითა და ბედნიერებით სავსე მადლიერებას გამოხატავდნენ პედაგოგების მიმართ.კონცერტს, რომელიც #1 სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩატარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა მზია მატკავამ სამუსიკო სკოლის 2 კურსდამთავრებულს ეს დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და საჩუქრად ბიბლია გადასცა. კიდევ ერთი ლამაზი დღე სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიებით დასრულდა, რომელიც მაყურებელს კიდევ დიდხანს ემახსოვრება.

სიახლეები

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები...