მთავარისიახლეებიპოლიტიკაანი წითლიძემ ახალგაზრდებთან ერთად ორმოები ამოავსო და აქცია გამართა (VIDEO)

ანი წითლიძემ ახალგაზრდებთან ერთად ორმოები ამოავსო და აქცია გამართა (VIDEO)

Published on

ზუგდიდის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა და ამავდროულად ქალაქის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ანი წითლიძემ ცენტრის ახალგაზრდებთან ერთად ქალქში გზებზე არსებული ორმოების ამოვსების აქცია გამართა. სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და ამავდროულად სავაჭრო ცენტრ ალიანსის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა არსებული ორმოები ცემენტით ამოავსეს, ხოლო ამოვსებულ ორმოებზე ბანერები განათავსეს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სახელი და გვარი მიაწერეს. ანი წითლიძე ამბობს, რომ ის, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას ხელეწიფება და ვერ ასრულებს, ცენტრის ბავშვების დახმარებით გააკეთეს. დეპუტატის განცხადებით, პრობლემის გადაწყვეტა ხელისუფლებას ჯერ კიდევ მარტის თვიდან უნდა დაეწყო, თუმცა ამ დრომდე სამუშაოების შესრულება არ დაუწყია.ქალაქის გზებზე არსებულ პრობლემაზე და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები. მათი თქმით, გზებზე არსებობს ორმოები, რომლებიც უნდა შეკეთდეს.უმრავლესობამ კომეტარზე თავი შეიკავა, ისინი განმარტავენ, რომ არსებულ პრობლემაზე თავიანთი მოსაზრება მათ თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს, რომელიც  სხვადასხვა ტელეკომპანიებში გავიდა, რის გამოც მათზე ზეწოლა განხორციელდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს მათ მედიასთან საუბარი არ სურთ.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ქალაქის მერიაში გაკეთდა. მერიის ეკონონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ჯიმშერ შეროზიას განმარტებით,ტენდერი მარტში არ გამოცხადებულა, საპროექტო ტენდერი  მიმდინარე წლის 23 აპრილს გამოცხადდა რომელიც ვერ შედგა. იგივე ტენდერი მერიამ 5 მაისსაც გამოაცხადა, თუმცა ვერც ამჯერადაც შედგა.  ჯიმშერ შეროზიას განცხადებით, მერია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მიმართავს გამარტივებული ტენდერის გამოცხადების მოთხოვნით, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ სატენდერო პროცესები ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, გზების ორმული შეკეთება სავარაუდოდ კიდევ დიდხანს არ დაიწყება.

 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...