მთავარისიახლეებიპოლიტიკასოფელ ერგეტაში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

სოფელ ერგეტაში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

Published on

სოფელ ერგეტაში ამ წუთებში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. სოფელში არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით იმართება. შუალედურ არჩევნებში სამმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ წარადგინა კანდიდატები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კობა ბულია, კოალიცია ქართული ოცნებიდან ვასილ გაბისონია და თავისუფალი საქართველოდან ბაჩუკი ნაროუშვილი. ცესკო-ს მონაცემებით, საარჩევნო უბანზე სულ 1152 ამომრჩეველია რეგისტრირებული.  სოფელ ერგეტაში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ნაპო გაბისონია. სოფელ ერგეტის გარდა შუალედური არჩევნები სენაკის ორ საარჩევნო უბანშიც იმართება. 

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...