თხილის დარგის განვითარების ფორუმი ანაკლიაში. (VIDEO)

0
650

ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამ”-ის ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით ანაკლიაში, სასტუმრო ”პალმ ბიჩ”-ის საკონფერენციო დარბაზში დღეს ჩატარდა  საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ოთარ დანელიამ  ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა  თხილის დარგში მოღვაწე წამყვანმა  სპეციალისტებმა.საქართველოსთვის თხილი უმსხვილესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საექსპორტო დარგია. შარშანდელი მონაცემებით საქართველოდან თხილის ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 183 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ღვინის ექსპორტს გადააჭარბა და საქართველოს საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების პირველ ათეულში შედის და თხილის წარმოება საქართველოში მცხოვრები 50000-მდე საოჯახო ფერმერული მეურნეობისთვის შემოსავლების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. ფორუმის მიზანია  საზოგადებასა და მთავრობას შორის აღნიშნული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავება და მისი კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელების უზრუნველყოფა.ფორუმის მონაწილე მხარეები გაეცნენ საქართველოს მთავრობის გეგმებსა და პროგრამებს თხილის დარგთან მიმართებაში და აგრეთვე წარმოადგინეს  თავიანთ ხედვები.

წინა სტატია„მეთხილე ფერმერის“ გადამზადების პროგრამის შემუშავების ფარგლებში ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. (VIDEO)
შემდეგი სტატიარაულ ხაჯიმბას პრესკონფერენცია პუტინთან შეხვედრის შედეგების შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური