თხილის ტკიპასთან და მავნებელ ხარაბუზასთან ბრძოლა დაიწყო.ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ზუგდიდში აგრონომებსა და ფერმერებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული ლევან შონია შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია ესწრებოდა.გოჩა ცოფურიშვილის განცხადებით,რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და შხამქიმიკატები, რათა მავნებელის განადგურება დროულად მოხდეს.სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ლევან შონიას განცხადებით, რეგიონის მოსახლეობის მთავარი შემოსავლების წყარო თხილია და აუცილებელია მავნებელი დროულად განადგურდეს.მოსახლეობამ შეწამლისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა.
სიახლეები
საზოგადოება
EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...
მსოფლიო
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...
სიახლეები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო.
ამის შესახებ...
სიახლეები
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...