მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაიზრდება თუ არა ზუგდიდის მერიაში საშტატო ერთეულები? (VIDEO)

გაიზრდება თუ არა ზუგდიდის მერიაში საშტატო ერთეულები? (VIDEO)

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებისგან განსხვავებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქალაქის მერიის ინიცირებულმა პროექტმა სტრუქტურული ცვლილების შესახებ. პროექტის თანახმად, მერიაში ცალკე იქმნება ქალაქთმშენებლობის სამსახური, რომელიც უწყების ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს გამოეყოფა. აღნიშნული პროექტი დეპუტატების განცხადებით, გამოიწვევს მთელ რიგ ცლილებებს, მათ შორის გაიზრდება საშტატო ერთეული უწყებაში. შემოთავაზებულ პროექტს საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები იყვნენ. ფრაქციის წევრების განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, უხერხულია ახალი სამსახურის შექმნა და საშტატო ერთეულის გაზრდა.
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას განმარტებით, მოხდა აღნიშნული პროექტის ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღება. თუმცა მის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე განმარტებები მერიის შესაბამისმა სამსახურებმა საქმის შესწავლის შემდეგ უნდა გააკეთონ.
საკრებულოს უმცირესობის აზრით, ქალაქის მერიაში ისედაც გაზრდილია საშტატო ერთეულები, ამიტომაც დამატებითი ხარჯების გაწევა არამიზნობრივია. ცნობისათვის, მერიის სამსახურების უფროსების თანამდებობრივი სარგო 2000 ლარით განისაზღვრება. 1500 ლარს შეადგენს განყოფილების უფროსის თვიური ანაზღაურება. ხოლო რაც შეეხება სამსახურის მთავარ სპეციალისტს და სპეციალისტს – მათი ხელფასი 900-დან 1000 ლარამდე განისაზღვრება

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...