მთავარისიახლეებიპოლიტიკაანი წითლიძე ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს მოსახლეობას წყალკანალიზაციისა და გზების პრობლემა...

ანი წითლიძე ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს მოსახლეობას წყალკანალიზაციისა და გზების პრობლემა მოუგვაროს (VIDEO)

Published on

საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ დღეს მედიისთვის ბრიფინგი გამართა. დეპუტატის განცხადებით დღემდე მოუგვარებელია ქალაქში ინფრასტრუქტურული საკითხები. წითლიძე ამბობს, რომ მას სისტემატიურად აქვს შეხვედრები მოსახლეობასთან და არსებულ პრობლემებს ადგილზე ეცნობა. ერევნის, კლდიაშვილის, ბაკურიანის, საირმის, სიჭინავას ქუჩების, გამსახურდიას პირველი შესახვევის,  წერეთლის ქუჩის მეოთხე შესახვევის, ასევე გორის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. აღნიშნულ საკითხს დეპუტატი უახლოეს მომავალში ფრაქციაში დააყენებს  და ფრაქციის წევრებს მოუწოდებს საკრებულოში დააყენონ აღნიშნული საკითხები განსახილველად.დღესვე დეპუტატმა გორის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერა, სადაც მოსახლეობას კანალიზაციისა და წყლის პრობლემა აწუხებს,ადგილობრივების განმარტებით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სიტუაცია არ გამოსწორებულა.საკრებულოს დეპუტატის ანი წითლიძის განცხადების პასუხად კომენტარი გაკეთდა ქალაქ ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში. ჯიმშერ შეროზიას განცხადებით, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება-მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწეყება და 2017 წელს დასრულდება.ხოლო რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, ჯიმშერ შეროზიას განცხადებით, პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლისა და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება.საკრებულოს წევრმა  ნაციონალური მოძრაობიდან ანი წითლიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა რომ  პრობლემურ უბნებში მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...