მთავარისიახლეებიპოლიტიკასაარჩევნო სისტემის შეცვლაზე იმსჯელეს დღეს ზუგდიდში (VIDEO)

საარჩევნო სისტემის შეცვლაზე იმსჯელეს დღეს ზუგდიდში (VIDEO)

Published on

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიის წევრებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხედვები და მოსაზრებები გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელის განმარტებით, საარჩევნო სისტემის შეცვლის შემდეგ საკითხის პარლამენტში ინიცირება მოხდება. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო, რადგან ყველა მოდელს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, საარჩევნო სისტემა დახვეწას მოითხოვს, რადგან მასში ბევრი ხარვეზებია.საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, შერეული სისტემა უნდა შეიცვალოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. მისი თქმით, სწორედ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს პარტიულ სიაში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს.პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემა შესაცვლელია, რადგან ბევრი ხარვეზია, რომელიც უნდა აღმოიფხვრას.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...