საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საკითხმა. აღნიშნული ინიცირებული პროექტის მომხსენებელი საკრებულოს იურიდიული კომისია იყო. უკმაყოფილება და კამათი გამოიწვია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის ბრალდებამ. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ პროექტში კომპანია ვისოლისა და სოსო ფხაკაძის ინტერესები იკვეთება. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა უმრავლესობით აღნიშნული პროექტი დაამტკიცეს. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების წინააღმდეგი მხოლოდ ანა წითლიძე იყო, ხოლო რაც შეეხება ბათლომე შელიას და თენგიზ ხარჩილავას – დეპუტატებმა თავი შეიკავეს. სხდომის შემდეგ ორივე მხრიდან კომენტარი გაკეთდა. ანა წითლიძის განცხადებით, 3 თვეა ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია საკრებულოზე ზეწოლას ახდებს, რომ გარე რეკლამის დადგებილება დაჩქარებულად მიიღონ. რაც შეეხება მერიის პოზიციას, ქალაქის მერის განცხადებით აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარს არ გააკეთებს.საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გარე რეკლამირების უფლების მიღება აუქციონის წესით მოხდება, ხოლო ადგილები, სადაც უნდა განთავსდეს სარეკლამო ბანერები, დეპუტატის სიტყვებით, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა.საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 5 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.
სიახლეები
საზოგადოება
EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...
მსოფლიო
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...
სიახლეები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო.
ამის შესახებ...
სიახლეები
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...