ანაკლიის პოლიციის უფროსმა გელა ალანიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მთავარ სამმართველოში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციის თანახმად ალანია თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა. კულუარული ინფორმაციის თანახმად გელა ალანიამ თანამდებობა ანაკლიის პოლიციაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ალანიასა და ანაკლიის ინსპექტორს, გიორგი ცანავას შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჩხუბის მიზეზი ალანიას მიერ ცანავასათვის მიცემული პირობა იყო, რომ ის მის ნათესავს თანამდებობაზე დანიშნავდა. შეგახსენებთ, რომ გელა ალანია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას მამიდაშვილია. ვინ შეცვლის გელა ალანიას ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ანაკლიის პოლიციის უფროსმა გელა ალანიამ თანამდებობა დატოვა
სიახლეები
მსოფლიო
„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება
რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...
საზოგადოება
დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე
,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...
მსოფლიო
რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს
რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...
მსოფლიო
აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...