მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი - იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი დისკუსია ქვეყნის განვითარებას წაადგება

გიორგი მარგველაშვილი – იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი დისკუსია ქვეყნის განვითარებას წაადგება

Published on

იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი დისკუსია წაადგება ქვეყნის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლების შემდეგ, შემაჯამებელ სიტყვაში განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა მის მოხსენებაზე შეფასებების დაფიქსირებისთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.
“მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის დეპუტატებს, ფრაქციების თავმჯდომარეებს, რადგან გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები. იმედი მაქვს, ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინასვლასა და განვითარებაზე. ასევე იმედი მაქვს, რომ იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური სისტემის გაძლიერებისთვის, აქტიურად ჩაერთვებიან როგორც პარლამენტის დეპუტატები, ასევე მთავრობის, თვითმმართველობის, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი დისკუსია წაადგება ქვეყნის განვითარებას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

სიახლეები

2025 წლის 31 იანვრიდან 13 ოქტომბრამდე 1 936-ით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა

საქსტატის 2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 124...

დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელის ქნესეთში სიტყვის გამოსვლა შეაწყვეტინეს.­ კოალიცია „ჰადაშ-ტაალის“ თავმჯდომარე აიმან ოდეჰი ქნესეთის...

ნეთანიაჰუ ეგვიპტეში ღაზის სამშვიდობო სამიტს არ დაესწრება

ისრაელის პრემიერმინისტრის სამსახურმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დაესწრება ეგვიპტეში დაგეგმილ ღაზის სამშვიდობო სამიტს,...

ბელარუსის ელჩმა ირაკლი კობახიძეს ლუკაშენკოს მისალოცი წერილი გადასცა – ადმინისტრაცია

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა....