მთავარისიახლეებისამართალიდავით საყვარელიძე ლვოვის პოლიციაში დაკითხვაზე მივიდა

დავით საყვარელიძე ლვოვის პოლიციაში დაკითხვაზე მივიდა

Published on

დავით საყვარელიძე ლვოვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. ის სამართალდამცავ უწყებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა.
პოლიციაში უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე უკრაინა – პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს. მას გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ჯგუფური არეულობის მოწყობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
 
დავით საყვარელიძე ბრალდებებს სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ბრალდება, რომელიც მას აქვს წაყენებული, არის დაუმორჩილებლობის ბრალდება სისტემისა და რეჟიმის მიმართ.
 
„პოლიტიკური ბრალდებებით ჩვენ ვერ გაგვაკვირვებს ადამიანი. ამ ბრალდებას ჰქვია დაუმორჩილებლობის ბრალდება რეჟიმის მიმართ, სისტემის მიმართ. ბევრი სისულელე წერია, რომ მაგალითად, ჩვენ შევუთანხმდით ჟურნალისტებს, „France-Presse“-ის, „reuters“-ის, „BBC“-ის ჟურნალისტებს წინასწარი შეცნობით და განზრახვით, რომ უკანონოდ გადმოგვეყვანა უკრაინულ-პოლონურ საზღვარზე, თუმცა ყველაფერი ხდებოდა უკრაინულ ტერიტორიაზე, გავლილი იყო უკვე პოლონური საზღვარი. თითქოს ვცემეთ მესაზღვრე, რომელიც ამბობს, რომ ურტყამდა წვერებიანი, ბერეტიანი, მუქ მაისურში ჩაცმული დიდი აღნაგობის ადამიანი და ხელის შეშლა საბაჟო და სასაზღვრო რეჟიმისთვის, როდესაც თვითონ ამბობდნენ, რომ ყველაფერი არის დანაღმული და გაჩერებული. სისულელეებია, დროს დავკარგავთ მეტი არაფერი,“ – აცხადებს დავით საყვარელიძე.
 
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით საყვარელიძისთვის ლვოვიდან გაუსვლელობის ვალდებულების დაკისრებას ითხოვდა. პარალელურად, მოსამართლეს თავდებობის შუამდგომლობით მიმართეს უკრაინის რადას დეპუტატებმა, საბოლოოდ სასამართლომ ბრალდების პოზიცია არ გაიზიარა და დავით საყვარელიძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება.  

სიახლეები

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია რკინიგზის განცხადებაზე დაყრდნობით...

დაიცავი ილიაუნი-ს მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა

დაიცავი ილიაუნი-ს მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა - ინფორმაციას...

41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა

41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა - გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის...

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა - ინფორმაციას გამოცემა Bm. ge ავრცელებს და წერს,...