მთავარისიახლეებიმსოფლიომნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინაა ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას...

მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინაა ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით – ზელენსკი

Published on

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პარტნიორებისგან “მხარდაჭერის მკაფიო და ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან”, უკრაინა კი მშვიდობიანი დარეგულირების ერთგული რჩება.

“ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველით. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი, და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით.

ვაგრძელებთ დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკისა და არ ვყვებით პროვოკაციებს. ჩვენი საზღვრები საიმედოდ დაცულია, ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ. გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით, უკრაინას აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება. ახლა არ არის ქაოტური ქმედებების არანაირი მიზეზი, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ასე იყოს მომავალშიც. ჩვენ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის ერთგულები ვართ და ვივლით მხოლოდ ამ გზით.

ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არაფერს არავის მივცემთ, ამაში დარწმუნებულები ვართ, რადგან ახლა არა 2014 წლის თებერვალი, არამედ 2022 წლის თებერვალია”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

ზელენსკიმ ასევე მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ეუთო-ს სპეციალური სხდომა.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.

სიახლეები

სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს- ინფორმაციას BMG...

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი...

გორში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის...

როგორ აბრუნებს “ქართული ოცნება” გაუქმებულ კორუფციულ სქემას – TI-ის ანგარიში

"ქართული ოცნება" სახელმწიფო უწყებებში „დამატებითი ანაზღაურებების“ სქემის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -...