მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებულ ერედვთან ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

ოკუპირებულ ერედვთან ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

Published on

შუადღიდან გაჩენილი ხანძარი ერედვის შემოგარენში, რომელმაც, დღის განმავლობაში, 15-20 ჰექტარი მოიცვა, ამ დროისთვის ლივიდირებულია, – ამის შესახებ “ოდიშინიუსს” ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უთხრეს, რომლებიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერედვთან ახლოს ცხოვრობენ. 

ადგილობრივთა თქმით, ხანძარი თავდაპირველად ველის მცირე ნაწილზე იყო გავრცელებული, შემდეგ კი კერა გაფართოვდა, რადგან ცხინვალის მხრიდან ადგილზე მისული სახანძრო ბრიგადა ცეცხლის კერებთან გამკლავებას ვერ ახერხებდა მანამ, სანამ მეორე ეკიპაჟი არ მივიდა. 

მათივე თქმით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩასართავად მზად იყო ორი ეკიპაჟი, თუმცა, ამის აუცილებლობა არ დამდგარა. 

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...