მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპაატა ზაქარეიშვილი: ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შედეგს სამართლებრივი ძალა...

პაატა ზაქარეიშვილი: ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შედეგს სამართლებრივი ძალა არ ექნება

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილი  ეხმაურება ლეონიდ თიბილოვის განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. 

ზაქარეიშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მორიგი რეფერენდუმის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორს
"ეს არის ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. რეფერენდუმი დაინიშნება და ჩატარდება, ეს იქნება უკანონო აქტი, როგორც ნებისმიერი ამ ტიპის აქტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება. ამგვარი ე.წ. რეფერენდუმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ორჯერ – 1999 და 2006 წლებში გაიმართა. თუ დაინიშნება მორიგი რეფერენდუმი, მის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორი ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს და მას ისევე, არ სცნობს საერთაშორისო სამართალი", – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გუშინ ცხინვალში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს განუცხადა, რომ აპირებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩაატაროს დეფაქტო რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 
"დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ – შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და აყვავება", – განაცხადა თიბილოვმა.
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...