მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. 
 
„გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა და უნივერსიტეტის კარი.
 
მჯერა, რომ თითოეული მათგანი, გაათმაგებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესს, რომელიც არსებითია საზოგადოების განვითარებისთვის.
 
სწორედ თითოეული მოქალაქის ინტელექტითა და შესაძლებლობების გამოყენებით უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში“, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
 
დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ბერშუეთში ჩავიდა,  მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და    პრეზიდენტის სახელით საჩუქრები გადასცა.
 
ბერშუეთის ამ ერთადრეთ სკოლაში 6 პირველკლასელია და სულ 126 მოსწავლე. 
 
„მნიშვნელოვანია, როდესაც ვხედავთ სკოლის მოსწავლეები ოკუპირებული ხაზიდან როგორი შემართებით არიან, როგორ გვაჩვენებენ თითოეულ ჩვენგანს, მართლაც გმირობის მაგალითს, როგორ გვაჩვენებენ თითოეულ ჩვენგანს, რომ რეალურად ძალა არის განათლებაში,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
 
 

 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...