მთავარისიახლეებიკონფლიქტებიყოფილი დეპუტატის მკვლელობა გუდაუთაში

ყოფილი დეპუტატის მკვლელობა გუდაუთაში

Published on

აფხაზეთის მედიის ცნობით, დღეს დილით, დაახლოებით 7 საათზე ოკუპირებული აფხაზეთის  შსს გუდაუთის განყოფილების სამორიგეოში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქის ცენტრში იწვის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც სავარაუდოდ ადამიანის გვამია ჩარჩენილი. ადგილზე მისულმა მილიციელებმა მანქანაში, მძღოლის სავარძელზე  აღმოაჩინეს ნახევრად დამწვარი გვამი, რომელსაც  ცეცხლსასროლი იარაღიდან იყო დაცხრილული.  დადგენილია გარდაცვლილის ვინაობა – იგი  ზაურ ავიძბა აღმოჩნდა , აფხაზეთის ე.წ პარლამენტის წინა მოწვევის დეპუტატი, ამჟამად  საკმაოდ წარმატებული მეწარმე, გუდაუთის ღვინის ქარხნის, ლიხნის ღვინის სადეგუსტაციო დარბაზისა და  ვენახების მფლობელი  ზაურ ავიძბა. 
ზაურ ავიძბას მკვლელობის საქმეს აფხაზეთის გენპროკურირის მოადგილე ომიან ლოგუა იძიებს, იგი ვარაუდობს რომ ეს მკვლელობა ავიძბას სამეწარმეო საქმიანობასთან არის დაკავშირებული. 

სურათზე: ავიძბას ქარხანაში ჩამოსხმული ღვინოები 

 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...