მთავარისიახლეებიკულტურა,,პროცესები, რომლებიც ახლა სამუზეუმო სივრცეში მიმდინარეობს, ეროვნული მუზეუმის შეურაცხმყოფელია''

,,პროცესები, რომლებიც ახლა სამუზეუმო სივრცეში მიმდინარეობს, ეროვნული მუზეუმის შეურაცხმყოფელია”

Published on

,,პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს სამუზეუმო სივრცეში, არის ეროვნული მუზეუმის შეურაცხმყოფელი და მისი ნგრევისა და დასუსტებისკენ მიმართული.” –განაცხადა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ  საგანგებო ბრიფინგზე, სადაც   უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა, კერძოდ, შემცირებულ პროექტებზე, სამეცნიერო კვლევებსა და გათავისუფლებულ თანამშრომლებზე, კულტურის მინისტრის ბრალდებზე ე.წ. დაკარგულ ტილოებთან დაკავშირებით

“არცერთი ნივთი, მას შემდეგ რაც ეროვნული მუზეუმი შეიქმნა, 2005 წლიდან და დღეს 2022 წლამდე ე.წ. დაკარგული არ არის. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, 1950 წლიდან დაიწყო ნიმუშების გატანა, უფრო მეტად იყო 90–ში. ეროვნულმა მუზეუმმა დაიწყო მისი დაბრუნება, დიდი ნაწილის დაბრუნება, დაახლოებით 80%–ზე მეტის შევძელით. მინდა ხაზი გავუსვა, ეროვნული მუზეუმი კუნძული კი არ იყო, ჩვენ ვმუშაობდით კულტურის სამინისტროსთან ერთად, ყველა ამ კითხვებზე პასუხები მიდიოდა კულტურის სამინისტროში.” – ამბობს დავით ლორთქიფანიძე., რომელსაც მედიასთან შეხვედრაზე დაუპირისპირდა   თეა წულუკიანის მიერ დანიშნული ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი

მანამდე, ბრიფინგის მიმდინარეობისას ნიკა ახალბედაშვილმა ლორთქიფანიძეს ჰკითხა, თუ რატომ აკლია ეროვნულ მუზეუმს კონკრეტული ფერწერული ნიმუშები. ახალბედაშვილი ამტკიცებდა, რომ ფერწერული ნიმუშები ლორთქიფანიძის დირექტორობისას დაიკარგა, თუმცა ახალბედაშვილმა კითხვას, თუ რომელ წელს გაიტანეს ნამუშევრები, არ უპასუხა.

დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ  პირადად ისიც და მუზეუმის სხვა თანამშრომლებიც  ყოველთვის მზად არის ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდ.

,,თუ საჭიროა, პროკურატურაში უნდა გადაიგზავნოს, როდესაც ლაპარაკია აუდიტზე, აუდიტი არის სარეკომენდაციო ყოველთვის და ეს ყოველწლიურად ტარდებოდა. ის რაღაც განსაკუთრებული არ ყოფილა. ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ძალიან მარტივად შემიძლია ყველა კითხვაზე გიპასუხოთ, ეს შეფასებები არის გადამეტებული და თუ არის ცალკეული უზუსტობები, შეცდომები, აუდიტის ფუნქციაა, რომ ეს გამოსწორდეს ” – განაცხადა მან  

 

სიახლეები

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა

პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა...

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...