მთავარისიახლეებისაზოგადოებანუგზარ წიკლაური თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან მოქმედი აგრესიული ჯგუფები ...

ნუგზარ წიკლაური თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან მოქმედი აგრესიული ჯგუფები ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული

Published on

ბათუმში, გორში, ოზურგეთში და ქუთაისში მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების დარბევა სცადეს და ზოგან მოახერხეს კიდეც.  

დეპუტატ  ნუგზარ წიკლაურის თქმით, ეს  აგრესიული ჯგუფები  ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული და აქვთ ამოცანა  პროვოკაციაზე წამოაგონ პარტიის წევრები 

„ამ ყველაფერში მონაწილეობას ხელისუფლების წამრომადგენლები იღებენ მონაწილეობას. მაგალითად, ვანის გამგებელი და საკრებულოს წევრები. ეს ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან არის ორგანიზენული. ეს არის ივანიშვილის მიერ მოწყობილი დესტაბილიზაციის მცდელობა. ხელისუფლება, რომელიც აგონიაშია, გადავიდა ისეთ ნაბიჯებზე, რომელმაც შესაძლებელია სამოქალაქო დაპისრპირება გამოწვიოს“, – განაცხადა წიკლაურმა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევის მცდელობებს თავის ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება ,,ტაბულას''  დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც: ,,ივანიშვილმა თვითმმართველობების თანამშრომლები შეუსია ნაციონალური მოძრაობის ოფისებს.  აგონიაცაა და აგონიაც. ასე არჩევნებამდე მოუწევს გასხმა, თანაც ეჭვი მაქვს საერთაშორისო სანქციებით. უფულო ივანიშვილის ნახვა საინტერესოა.'' 

 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...