მთავარისიახლეებიპოლიტიკასამხედრო ოფიცერი, რომლის ცხედარი სოფელ ორთაშენში იპოვეს, 45 წლის შალვა ტაბატაძეა

სამხედრო ოფიცერი, რომლის ცხედარი სოფელ ორთაშენში იპოვეს, 45 წლის შალვა ტაბატაძეა

Published on

ოფიციალურად დადასტურდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, რომლის ცხედარი დღეს გორის სოფელ ორთაშენში, სამხედრო ბაზის სიახლოვეს იპოვეს, 45 წლის შალვა ტაბატაძეა,

 სამხედრო ოფიცრის ცხედარი  ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, რამ გამოიწვია სამხედრო პირის სიკვდილი საეჭვო ვითარებაში

ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და არც ვერსია აქვთ, რა შეიძლებოდა დამდგარიყო მისი სიკვდილი. , თავდაცვის სამინისტროს კი ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

შალვა ტაბატაძე იყო 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო მისიების მონაწილე.  

ექსპერტიზის დასკვნას ელოდება კიდევ ერთი გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. 2 დღის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო ასაიდუმლოებდა, რა გარემოებაში გარდაიცვალა ვაზიანის სამხედრო ბრიგადის ჯარისკაცი დათო თურქაძე

კაპრალის ცხედარი რუსთავში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. რა გახდა სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მიზეზი, სად არის თურქაძის მეგობარი, რომელმაც ჯარისკაცი შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ნახა 

 

სიახლეები

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...