მთავარისიახლეებიუკრაინატრაგედია ოდესის ყურეში

ტრაგედია ოდესის ყურეში

Published on

ოდესის ოლქში ჩაძირული კატერის ,,ივოლგას" კაპიტანი თავისივე სახლში დააკავეს – ძალიან მთვრალი. იგი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა კატერის მფლობელი გაქცეულია – განაცხადა ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს გამართულ თათბირზე, რომელიც სასწრაფოდ მოიწვია ლუგანსკში დაგეგმილი გამგზავრების  გადადების შემდეგ ოდესის ყურეში, ე.წ.  ზატოკაში მომხდარი ტრაგედიის გამო. მან დაასახელა აგრეთვე კატერის ჩაძირვის მიზეზების მოკვლევის პირველი შედეგები – სრული დაუდევრობა და დანაშაულებრივი გულგრილობა ეკიპაჟის მხრიდან, აგრეთვე კატერის ზღვაში გასვლისათვის პასუხისმგწებეწლი სამსახურების მხრიდან . 

კატერი გათვლილი იყო 12 მგზავრზე, ამდენივეზე იყო გათვლილი მაშველი ტივი, რომელიც წყალში ჩაუშვეს, ამ დროს კი კატერზე 36 ადამიანი იმყოფებოდა. სხვა სამაშველო საშუალებები ეკიპაჟს არ ჰქონდა. თავად კატერის კაპიტანი ნაპირისკენ ხის ტაბურეტს ჩაჭიდებული  გამოცურდა ისე, რომ ალალბედზე დატოვა მგზავრები.

გემის ეკიპაჟმა არ გაგზავნა შეტყობინება კატასტროფის შესახებ და არ ჩართო სიგნალი  SOS, შესაბამისად, ნაპირზე მყოფმა მაშველებმა ავარიის შესახებ გაიგეს შემთხვევით, სამუშაო საუბრების ფიქსირებისათვის  განკუთვნილი   გადამცემის სპეციალური ტალღაზე.

ეკიპაჟისა და კაპიტნის წინააღმდეგ არძრულია სისხლის სამართლის საქმე  დამნაშავეებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან ათ წლამდე. 

შეგახსენებთ, შაბათს 17 ოქტომბერს , საღამოს ოდესის ყურეში ჩაიძირა კატერი, რომელშიც ავარიის მომენტისათვის 36 მგზავრი იმყოფებოდა.ლ თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ დაიღუპა 12 მგზავრი, გუშინ ნაპოვნი იქნა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი. საუბარია იმაზეც, რომ კატერზე, შესაძლოა,კიდევ 8 ადამიანი იმყოფებოდა. დაწყებულია ჩაძირული კატერის  ამოტანის სამუშაოები.

გუბერნატორმა ოდესის ოლქში გლოვის დღე გამოაცხადა.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...