მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ისევ შეგინი? ეს უკვე გავიარეთ''. - ავაქოვი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ...

,,ისევ შეგინი? ეს უკვე გავიარეთ”. – ავაქოვი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს

Published on

უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაქოვი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს. ამის შესახებ არსენ ავაკოვმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. 
 
, „სააკაშვილმა და ყველამ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ: მივიდნენ „შეგენის“ გამშვებ პუნქტზე და პროცედურები გაიარონ და/ან საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფს ეწვიონ“.
 
ამასთან დასძენს, რომ „საზღვრის გარღვევის ყველა მონაწილე, მათ შორის დეპუტატები, პოლიციაში უნდა მოვიდნენ ჩვენების მისაცემად“, – განაცხადა ავაკოვმა.
„თითოეული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საზღვრის გარღვევაში და მესაზღვრეებზე და პოლიციელებზე თავდასხმაში პასუხს აგებს კანონის საფუძველზე“, – აღნიშნა შს მინისტრმა. 
 
„დეპუტატის ხელშეუხებლობა არ ვრცელდება სისხლის სამართლის დანაშაულზე, ამ შემთხვევაში უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა არაკანონიერ გადაყვანაზე“, – „ეროვნული ფრონტის“ დეპუტატის, უკრაინის შს სამინისტროს კოლეგიის წევრი ანტონ გერაშენკო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
გერაშენკომ დაასახელა დეპუტატები რომლებმაც „პროვოკატორ სააკაშვილთან ერთად უკრაინის საზღვარი არაკანონიერად გადაკვეთეს“:  იულია ტიმოშენკო, სერგეი ვლასენკო, იური დერევიანკო, პავლო კოსტენკო და დიმიტრი დობროდომოვი და განაცხადა, რომ მათ  პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. 
 
„ის, რაც „შეგინში“ მოხდა არა მხოლოდ საზღვრის დარღვევაა, არამედ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე მორიგი თავდასხმაა. უკრაინის საზღვრის ძალადობრივი გარღვევა დანაშაულია და ვისაც კავშირი აქვს ამის ორგანიზებასთან პასუხი უნდა აგოს“, – ასე აფასებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი გუშინ პოლონეთი – უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს.
 
უკაინულ მედიასა და ინტერნეტსივრცეში ხელისუფლების ამ წარმომადგენელთა ფეისბუქგანცხადებებს აფასებენ, როგორც ,, მუშტების ქნევას ჰაერში ჩხუბის დამთავრების შემდეგ'' და ,,მუნდირის ღირსების დაცვის მცდელობას''. ,,შეგინში უკვე ვიყავით და ვნახეთ''. – წერს ერთერთი ინტერნეტმომხმარებელი.  
 
 
 

 
 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...