მთავარისიახლეებითვალსაზრისიდედა, რა იყო ეს?! ანუ შამათი გროსმაისტერ სააკაშვილისაგან უკრაინისა და ... ...

დედა, რა იყო ეს?! ანუ შამათი გროსმაისტერ სააკაშვილისაგან უკრაინისა და … საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს

Published on

სააკაშვილის თანაგუნდელები და მხარდამჭერები საქართველოში გუშინ პოლონეთი – უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს  უკრაინის ოლიგარქიულ რეჟიმზე გამარჯვებასა და საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმისათვის მწარე პერსპექტივას  უწოდებენ.
„ეს არის დაპირისპირება სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, ეს არის დაპირისპირება დემოკრატიულ წესწყობილებასა და ოლიგარქიულ წესწყობილებას შორის და ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინაში არა მხოლოდ ბატონი პოროშენკო, როგორც ოლიგარქი, არამედ დაახლოებით 7-8 ბიძინა ივანიშვილი  უკრაინაში, რომელიც  მარცხდება ხალხთან. ეს არის პროცესია“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა  ნიკა მელიამ.
„მიხეილ სააკაშვილი განასახიერებს რწმენას, იდეას და აღმშენებლობას. ვერავითარი ფული, ვერავითარი ოლიგარქები, ამ მოძრაობას ვერ გააჩერებს. ვერ გააჩერებს უკრაინაში და ვერც საქართველოში. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება მთელს რეგიონში და საქართველოში. ეს არის გამარჯვება რწმენის იდეის, აღმშენებლობის და განვითარების, ფულზე ქრთამზე და კორუფციაზე,“ – აცხადებს აკაკი მინაშვილი.
პარტიის ლიდერების თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლას არ შეწყვეტს.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის ფაქტს, პიარ აქციას და სპექტაკლს უწოდებენ საქართველოს ხელისუფლებაში, (როგორც მეგრელები იტყვიან, ,,გურს იკეთენა კვარწახით. '' – გულს ტყემლით იმაგრებენ) .
 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდება, რაც ექსპრეზიდენტს დააპატიმრებენ და ის საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იქნება.
გოგიჩაიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბევრი სასამართლო პროცესი და ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება ელოდება.
 
თუმცა საინტერესო უფრო ის არის, რა ელოდება თავად ხელისუფლებას, რომელსაც  ძალიან ღიად ესროლა მიხეილ სააკაშვილმა წუხელ მესიჯი: ,,ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში. ერთი წუთითაც არ ვასუსტებ ყურადღებას საქართველოსადმი. ივანიშვილსაც მოვუვლით, სულაც რომ ყირაზე დადგნენ ოლიგარქები'' 
 
 
 
 

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...