მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე ლვოვში რჩება და პოლიტიკოსებსა და ხალხს ხვდება

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე ლვოვში რჩება და პოლიტიკოსებსა და ხალხს ხვდება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინული ოპოზიციის ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე უკრაინის ქალაქ ლვოვშია.
 
იგი იქ გუშინ გვიან საღამოს ჩავიდა. სააკაშვილს ქალაქის მერი დახვდა. იულია ტიმოშენკოსთან ერთად, მათ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართეს. შემდეგ კი, მერიის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა  უკრაინული ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ლვოვის მერთან შეხვედრა გამართა, შენობა მათ რამდენიმე საათში დატოვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ  მიხეილ სააკაშვილი მერიასთან შეკრებილ მხარდამჭერებთან გავიდა.
 
„სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვაპირებდი მესაზღვრეებისთვის პასპორტის გადამეცას. შემდეგ კი, სანამ სასამართლოში ჩემს უფლებებს დავიცავდი, მეგობრებს შევხვდებოდი და ამ დროს თქვენთან ერთად გავატარებდი. მათ კი რა გააკეთეს? ხალხი აბუჩად აიგდეს, რაღაც აფეთქების შესაძლებლობის იმიტაცია შექმნეს, ე.წ. ტიტუშკები მოიყვანეს, დააშინეს მატარებლის გამცილებლები, იქ მყოფი მგზავრები, შექმნეს ხელოვნური რიგი საზღვარზე. უკრაინელმა ხალხმა იცის, როგორ დაიცვას თავისი უფლებები. მე მზად ვარ, უკრაინას სიცოცხლე შევწირო, რადგან თუ ის შედგება როგორც სახელმწიფო, ის ნამდვილი ევროპული ქვეყანა იქნება," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ადგილზე მისულ მხარდამჭერებს მიმართა უკრაინის პარტია ”ბატკივშჩინას” ლიდერმაც. 
"ჩვენ მხოლოდ ერთად, ყველა ჯანსაღი პატრიოტული ძალების გაერთიანებით შევძლებთ ყველაფრის შეცვლას ჩვენს ქვეყანაში. უდაოა, რომ ქვეყნის სათავეში კორუმპირებული დიქტატორი მოვიდა, თუმცა არავის მიუცია მისთვის უფლება აბუჩად აიგდოს ხალხი. ჩვენი საზოგადოება ძლიერია და არა ერთხელ მოუპოვებია გამარჯვება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ახლაც სწორედ ასე მოხდება," – აღნიშნა იულია ტიმოშენკომ.
 
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და რაზე შეთანხმდნენ პოლიტიკოსები.
 
დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა ლვოვის მერთან ერთად ქალაქში გაიარა – ეს ჩემი საყვარელი ქალაქია. აღნიშნა მან მედიასთან საუბარში
 
 

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...