მთავარისიახლეებიუკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის...

უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პეზიდენტი სასამრთლო პროცესზე რუსეთ-უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრიანაში ომის შესაძლებლობა დაკარგა, თუმცა ემზადება პროვოკაციისთვის ცხინვალის რეგიონის ანექსიის სახით.

მე მინდა, ვთქვა, რომ სიტუაცია არის ძალიან რთული, ჩემო მეგობრებო! თქვენ ხედავთ, რომ მე ვარ აქ უკრაინის სიმბოლიკით და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს რთული სიტუაცია. მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება დონეცკისა და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის. და ისე, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია, სულ ფეხებზე კიდია პუტინს. ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება. ეს იქნება ივანიშვილისა და პუტინის ერთობლივი თამაში დე-ფაქტო ჩვენი ტერიტორიების ანექსიის, ხალხო. ამიტომ თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება არანაირი გამოსავალი,– თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამეს პრეზიდენტის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო საზღვრის კვეთის საქმეს განიხილავს.  დღავანდელ პროცესზე მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს. კერძოდ, პროკურატურა რამდენიმე მოწმეს გამოჰკითხავს.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...