მთავარისიახლეებიპოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა, ბრძოლას აქვს აზრი - სააკაშვილი

პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა, ბრძოლას აქვს აზრი – სააკაშვილი

Published on

“სინამდვილეში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ, საქართველო მთლიანად შეცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები” – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში შეკრებილებს. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მნიშვნელობა შეიძინა.

“პრაქტიკულად, წავართვით გუშინ წინ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, მეოთხე სიდიდის, რუსთავი. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი, ისევე როგორც, მინდა გითხრათ, რომ რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესის პარალელურად ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია იმართება.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...