მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი: "პირველ გეგმას ვუბრუნდებით - ავტობუსებით "კრაკოვეცისკენ"

სააკაშვილი: “პირველ გეგმას ვუბრუნდებით – ავტობუსებით “კრაკოვეცისკენ”

Published on

მას შემდეგ, რაც  იძულებული გახდა, პერემიშლი-კიევის რეისის მატარებელი დაეტოვებინა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში შესვლის პირველ გეგმას უბრუნდება. 
 
"ჩვენ გთავაზობთ ყველას, ავტობუსებით წავიდეთ "კრაკოვეცისკენ" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ის ვერ ჩააღწევს უკრაინის საზღვრამდე.
 
უკრაინის ხელისუფლება ველურივით იქცევა – იმედი აქვს, რომ უკრაინამდე ვერ ჩავალ და პოლონეთის ტერიტორიაზე დავრჩები და მას პრობლემები არ ექნება. ასე არ იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. – ასეთ საჩუქარს პოროშენკოს არ გავუკეთებ. წავალ საზღვარზე, გავესაუბრები მესაზღვრეებს და დავიცავ ჩემს უფლებას, დავბრუნდე უკრაინაში“ .
 
მან ასევე დასძინა, რომ თუ „ტიტუშკები“ რამეს გააკეთებენ“,პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დაეკისრება.
 

 
 
 
"ჩვენ დავკარგეთ დრო, მაგრამ არა ენთუზიაზმი და სიმტკიცე", – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, გზაში წასახემსებლად გაჩერდებიან. 
 
პერემიშლიდან "კრაკოვიცეს" სასაზღვრო პუნქტის მიმართულებით ორი ავტობუსი დაიძრა: ერთში პოლიტიკოსები, მეორეში კი – მედიის წარმომადგენლები სხედან.
 
 

 
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...