მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია

Published on

ბოლო 5 წელიწადში, 2021 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ყველაზე მაღალია. 

ანალიზი ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ (EUAA) გამოაქვეყნა, ის 2021 წლის ნოემბერს მოიცავს. მონაცემების თანახმად, 2021 წლის ნოემბერში EU+-ში საერთაშორისო დაცვის შესახებ 71 400-მდე განაცხადი შევიდა. ნოემბრის მონაცემები ოქტომბერთან შედარებით 9%-ით მეტია და უტოლდება 2021 წლის სექტემბრის პიკურ მაჩვენებელს, რომელიც 2016 წლის ე.წ. მიგრაციის კრიზისის შემდეგ, ყველაზე მეტი იყო.

2021 წლს ნოემბერში ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე მეტი განაცხადი ავღანელებმა შეიტანეს, მეორე ადგილზე არიან სირიელები, მესამეზე კი ერაყელები. თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ვენესუელის, პაკისტანისა და კოლუმბიის მოქალაქეების მხრიდან.

ათეულში ასევე შედის ბანგლადეში, საქართველო და სომალი. მონაცემების თანახმად, 2021 წლის ნოემბერში თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადი საქართველოს 1 680-მა მოქალაქემ შეიტანა. 

სიახლეები

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...