მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის ადრე დაანონსებული მარშრუტი შეცვალა და უკრაინაში "ინტერსიტის" მატარებლით შევა. – ინფორმაცია ამის შესახებ სააკაშვილის ლაივ ჩართვიდან გახდა ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად მატარებლით იმგზავრებენ პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და უკრაინის რადის დეპუტატები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან.
როგორც ჩართვაში ჩანს, პერემიშლის (პოლონეთის მხარესაა) რკინიგზის სადგურზე გამოჩნდა თუ არა, სააკაშვილი ალყაში მოაქციეს მოქალაქეებმა და ფოტოებს იღებენ. ძალოვნები იქ არ არიან, გადასროლა ვერ მოასწრეს. მატარებელი მალე გადის.
სააკაშვილი აცხადებს, რომ კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან მზადდებოდა პროვოკაცია, რაც არ იყო მოულოდნელი იქ ხელისუფლების მიერ მოზიდული სამხედრო ტექნიკისა და ციცხალი ძალის ფონზე . „ჩვენ ვიცით, რომ „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე ასობით ჩემი მხარდამჭერია, მაგრამ იქ ასევე არიან „ტიტუშკები“, რომლებიც პროვოკაციას ამზადებენ. რათა თავიდან ავიცილოთ ეს, ჩვენ შესაძლოდ მივიჩნევთ უკრაინაში „ინტერსითის“ მატარებლით გამგზავრებას“, – განმარტა სააკაშვილმა.
"ჩვენი გეგმა იყო მკაფიო, მივემართებოდით საზღვრისკენ. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოვიდნენ იმის მხარდასაჭერად რომ ქვეყანაში იყოს თავისუფლება და არ შეიქმნას ახალი დიქტატურა, მაგრამ ასევე არიან ტიტუშკებიც და არის პროვოკაციის გეგმა, რომელიც გაცხადებული იქნა სხვადასხვა პირების მიერ. პრეზიდენტი ადმინისტრაციის, ავაკოვისა და სხვა პირების მიერ. რათა თავიდან აცილებული იყო პროვოკაცია, გუშინაც ვითათბირეთ, ამ მომენტისათვის არ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ყველა ვთანხმდებით, რომ ყველა გავემგზავროთ ერთად მატარებლით, რათა გადავკვეთოთ საზღვარი," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მატარებლით გამგზავრების შემთხვევაში საბუთების შემოწმება არა გამშვებ პუნქტზე, არამედ მატარებელში ხდება.
შეგახსენებთ, "კრაკოვეცის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მიხეილ სააკაშვილს 3.000-დე მხარდამჭერი ელოდებოდა. მათ იქ კარვების ბანაკი ჰქონდათ გაშლილი. იქვე იმყოფებოდნენ ე.წ. "ტიტუშკებიც", რომლებიც კონტრაქციას ატარებენ.